logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან ყველა მათგანი ჩამოვაგდეთ

22 იან 202410:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/fuquzvgya179lpd.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან Shahed-ის ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლო.

უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა