logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: ღამით უკრაინელებმა მტრის გაშვებული 17 დრონიდან 13 ჩამოაგდეს

03 ივლ 202315:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/03/b5y9p0fhzod9zhp.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით, უკრაინელებმა მტრის გაშვებული 17 დრონიდან 13 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტების გაშვებული 17 Shahed-ის დრონიდან 13 ჩამოაგდეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული Shahed 136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაიწყეს", - უკრაინის საჰაერო ძალები.

ამასთან, დღეს რუსული ძალები სუმის ოლქს დაესხნენ თავს. რუსმა სამხედროებმა ქალაქს კამიკაძე დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ქალაქის ცენტრში კი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.


close დახურვა