უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, გუშინ ღამით რუსები უკრაინას Shahed-ის ტიპის 25 დრონით და ორი რაკეტით თავს დაესხნენ, უკრაინელმა სამხედროებმა 24 დრონის განადგურება შეძლეს.
„რუსი ოკუპანტები ღამით თავს დაესხნენ უკრაინას ყირიმიდან „ისკანდერ-კ“ ფრთოსანი რაკეტით ხარკოვის ოლქის მიმართულებით, დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიიდან С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 25 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური.
მისი ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ვინიცის ოლქებში გაანადგურეს.
ოლეშჩუკმა აღნიშნა, რომ შეტევა მოიერიშე თვითმფრინავებმა, საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების ჯგუფებმა მოიგერიეს, რისთვისაც ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა გამოიყენეს.