logo
ENG



უკრაინის უმაღლესი რადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

07 აპრ 202210:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/rd9t1k3kn1cesf7.jpg
კადრი ვიდეოდან / მარი ნიკურაძე

უკრაინის უმაღლესი რადა ქართველ ხალხს გუშინ გამართული აქცია-პერფორმანსისთვის მადლობას უხდის.

გუშინ, 6 აპრილს საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და შენობის წინ ხელებგაკოჭილები იწვნენ. მათ გაიმეორეს ქალაქ ბუჩადან გავრცელებული ცნობილი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ქუჩებში ცხედრები ხელებგაკოჭილები არიან.

"მადლობა, საქართველო. უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს" - წერის უკრაინის რადას Twitter-ზე.

 

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსგავსი ან უარესი სიტუაციაა გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში.


close დახურვა