logo
ENG



უკრაინის უშიშროება: მტერი გარბის და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებს

12 სექ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/19iyi6pv8hs26vd.jpg
Служба безпеки України

უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, რუსი სამხედროები გარბიან და საბრძოლო მასალის მთელ არსენალს ტოვებენ. 

"რუსი ოკუპანტები კი უკრაინელი ჯარისკაცების ზეწოლის ქვეშ ისე გარბიან, რომ  საბრძოლო მასალის მთელი არსენალს ტოვებენ. ჩვენ ვიცით, რა ვუყოთ მათ და აუცილებლად გამოვიყენებთ მათ მიზნისთვის - მტრის წინააღმდეგ."- წერს უკრაინის უშიშროების სამსახური. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინულმა ჯარებმა დიდი მარცხი მიაყენეს რუსეთს, როცა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს. 

ISW წერს, რომ ეს წარმატება იმ კამპანიის შედეგია, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს. 

დამატებითმა შეიარაღებამ, შემდეგ კი კიევის განცხადებამ კონტრშეტევითი ოპერაციის შესახებ ხერსონის ოლქის მიმართულებით რუსული დანაყოფების ყურადღება იმ სექტორებიდან გადაიტანა, რომლებზეც უკრაინულმა ძალებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადამწყვეტი თავდასხმები განახორციელეს. 


close დახურვა