logo
ENG



უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში რუსი ჰაკერების საიდუმლო სერვერული ცენტრი აღმოაჩინა

19 აგვ 202218:49
3 წუთის საკითხავი
clock 668
2022/08/19/4ro4s5srewycrw1.jpeg

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში რუსი ჰაკერების საიდუმლო სერვერული ცენტრი აღმოაჩინა, რომელსაც კიბერშეტევებისთვის იყენებდნენ.

როგორც უშიშროების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ბოროტმოქმედები ვირტუალურად აქირავებდნენ 100-ზე მეტ გამოყოფილ სერვერს, რომლებიც კიევსა და საზღვარგარეთ იყო განთავსებული.

"შემდეგში ამ სერვერებს იყენებდნენ კომპიუტერების დაჰაკვისთვის, პაროლების მოპარვისთვის და კიბერშეტევებისთვის, მათ შორის სახელმწიფო უწყებების საიტებზე. დადგინდა, რომ უკანონო საქმიანობა კიევში მცხოვრებმა დააორგანიზა თანამზრახველთან ერთად. "მომხმარებლებს" ძირითადად დარქნეტში ეძებდნენ. ჰაკერები 100 მეტ "აბონენტს" ემსახურებოდნენ, მათი უმეტესობა რუსი ჰაკერები იყვნენ.

ჰაკერების ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მუშაობა. ისინი უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდნენ. ჩხრეკის დროს აღმოვაჩინეთ: კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და მობილური ტელეფონები, რომლებიც უკანონო ინფორმაციას შეიცავდნენ; საბანკო ბარათები და სერვერები. დაწყებულია გამოძიება", - ამბობენ უკრაინის უშიშროების სამსახურში.


close დახურვა