უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესაში რუსიბის კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი სერგეი ბრატჩუკი ავრცელებს.
ამ დროისთვის ოდესაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონი ზღვაში ჩავარდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, 17 ოქტომბერს დილით რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა კიევზეც განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა. კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.