logo
ENG



უნგრეთის თქმით, შვედეთის მიმართ უკმაყოფილება, NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას აფერხებს

29 მარ 202314:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/29/vmrkkiec1pap6w0.jpg

უნგრეთი NATO-ში შვედეთის მიღებას აფერხებს სტოკჰოლმის მიმართ უკმაყოფილების გამო, რომელიც პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა ისაუბრა.

ზოლტან კოვაჩსის თქმით, "უფსკრულის გადალახვა" ორივე ქვეყნის ძალისხმევას მოითხოვს.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. თუმცა პროცესი თურქეთმა და უნგრეთმა გააჭიანურეს.

რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ ორბანის პარტიამ პარლამენტში პროცესის რატიფიცირება მოახდინა, რაც საშუალებას აძლევს ფინეთს ალიანსის წევრი გახდეს. თუმცა შვედეთის შემთხვევაში პროცესი კვლავ იწელება.

"შვედეთის შემთხვევაში არსებობს უამრავი უკმაყოფილება, რომელიც უნდა გადაწყდეს, სანამ რატიფიცირება მოხდება", - თქვა კოვაჩსმა.

მისივე თქმით, სტოკჰოლმი უკვე მრავალი წელია "მტრულ დამოკიდებულებას" ინარჩუნებს ბუდაპეშტის მიმართ. ის გულისხმობს შვედეთის კრიტიკულ განცხადებებს ორბანის ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, რომ უკვე 13 წელია კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.

"ამას ემატება ანკარის უკმაყოფილება, რაც არ ტოვებს მანევრირების დიდ ადგილს, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ შვედები არ დაიწყებენ თავიანთი მელოდიის შეცვლას და დაეხმარებიან ამ ხანგრძლივი ჭრილობების შეხორცებას", - თქვა პრესსპიკერმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი ასევე დაიწყებს ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირებას. მაგრამ მან შეაჩერა შვედეთის განაცხადის დამტკიცება და დაადანაშაულა სტოკჰოლმი ქურთი ბოევიკების შეფარებაში.


close დახურვა