logo
ENG



უფრო ლოგიკური იქნება შეზღუდვები პანდემიის ბოლომდე გაგრძელდეს - ქანთარია

14 ივლ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 
0okdyfeqyut3vo4.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ უნდა მოხდეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივება (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე) 2021 წლამდე. 

კერძოდ, ქანთარიას თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივება პანდემიის დასრულებამდე უნდა მოხდეს. პანდემიის დასრულებამდე შეზღუდვების გახანგრძლივებას დეპუტატი უფრო ლოგიკურს მიიჩნევს. 

"ჩვენ ვხედავთ რა სიტუაცია არის ამ რეგიონში და გამოვიყურებით გამორჩეულად ყველასგან. ეს მოიტანა ამ სიფრთხილემ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი უხილავი მტერი, აქ იარაღი და თოფი უნდა იყოს ბოლომდე გატენილი და არა მერე დაიწყო ტყვიის ძებნა. თავის დაზღვევა ამ შემთხვევაში აუცილებელია. მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე, რატომ იანვრამდე და რატომ არა პანდემიის დასრულებამდე და იქამდე სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გააუქმეს პანდემიას. გაცილებით ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში დაზღვევის მიზნით, გაგრძელდეს პანდემიის გაუქმებამდე. ეს იქნება გაცილებით უპრიანი. შეიძლება ადრეც მორჩეს. 2 თვეში შეიძლება საერთოდ გაქრეს და იანვრამდე რატომ უნდა დარჩეს შეზღუდვები?! ეს ვირუსი თუ აფეთქდა პარტიებსაც წაიღებს, პოლიტიკასაც წაიღებს და მერე გვიანი იქნება თითზე კბენა“,- განაცხადა ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე, მხარი დაუჭირა

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.


close დახურვა