logo
ENG



ფარცხალაძის საქმის ჩაფარცხვის მცდელობა

18 სექ 202320:11
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებას ფარცხალაძეზე სთხოვენ პასუხს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ხალხს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მორიგი გამოძიების შესახებ უყვება. სუს-ის განცხადებაში ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, აქტივისტები, უკრაინა, დასავლეთი - ყველა გამოცხადებულია შეთქმულების მონაწილედ. ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობაზე საქმე კიდევ ერთხელ აღძრა. ყველა წინა შემთხვევაში გამოძიება პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, არჩევნების შემდეგ კი თაროზე რჩებოდა. ახლა, როცა ხელისუფლება მძიმე სკანდალებში გაეხვა, იმავე მეთოდს მიმართა. 


close დახურვა