თუ ვაშინგტონი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესრულებას დაუბრუნდება, ირანიც დაუყოვნებლივ გადადგამს საპასუხო ნაბიჯს. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
„ნათელია, რომ აშშ-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას ირანის მხრიდან პროპორციული პასუხი მოჰყვა. თუმცა, მკაფიოდ ვაცხადებ, რომ თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება, მაშინ ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაუყოვნებლივ იმავე ნაბიჯს გადადგამს“, — აღნიშნა ფეზეშქიანმა. მან ასევე დასძინა, რომ თეირანს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უნაკლო გამოცდილება აქვს.
აშშ-სა და ირანს შორის 17 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ომის დასასრულებლად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა, თუმცა დოკუმენტს ვადა გასულ თვეში საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე ამოეწურა.
