logo
ENG



ფილარმონიასთან აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა

04 სექ 202018:46
3 წუთის საკითხავი
 
u0u649a239d6pcc.jpg

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ალადაშვილის კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია აცხადებს, დაშავებული მართვით სუნთქვაზეა.

"სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 33 წლის მამაკაცი. შემოსვლისთანავე დაფიქსირდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. მას აღენიშნება სახის მიდამოს, გულ-მკერდის მიდამოს დამწვრობა. ჭრილობა მხრის, კისრის და სახის მიდამოში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ინფორმაცია იქნება გაფართოებული კვლევის შედეგად", - განაცხადა ბესელიამ.

ოტა ხნის წინ ფილარმონიასთან, კლუბ დე-ჟავუში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი, დაშავდა სამი ადამიანი. 

კლუბ დე-ჟავუში სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 


close დახურვა