ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებზე განაცხადს ხვალ, 18 მაისს გააკეთებენ. ეს შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დემოკრატიამ გაიმარჯვა. მთელი ეს გაზაფხული ფინეთის დემოკრატიის ტრიუმფი იყო"- თქვა ფინეთის პრეზიდენტმა.
NATO-ს პარტნიორმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისგან თავს ათწლეულები იკავებდნენ, სამხედრო ბლოკთან შეერთების განხილვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყეს.
ფინეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას მხარი დღეს დაუჭირა.
დღესვე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა NATO-ში წევრობის განაცხადს.