logo
ENG



ფინეთი უკრაინას 55.6 მილიონი ევროს ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის პაკეტს გადასცემს

17 ნოე 202219:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/17/61yjskmmv1wrjm8.jpeg

ფინეთი უკრაინას 55.6 მილიონი ევროს ღირებულების თავდაცვის აღჭურვილობის მორიგ პაკეტს გადასცემს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. ეს დახმარების რიგით მე-10 პაკეტი იქნება - ყველა პაკეტის ჯამური ღირებულა 160.4 მილიონ ევროს აღწევს.

"უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება მხარდაჭერა საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. თავდაცვითი დახმარება, რომელიც ახლა გამოვყავით, იქნება ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც ამ დრომდე გავეცით", - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.

აღსანიშნავია, რომ დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ბოლო რამდენიმე დღეში არაერთმა ქვეყანამ გამოყო, მათ შორის ამერიკამ, რომელთა საერთო ღირებულება მილიონობით ევროს შეადგენს.

 

 


close დახურვა