ფოთის ცხელების ცენტრში დღეს 2 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ერთი მათგანი, წლის და 6 თვის ბავშვი ოზურგეთიდანაა გადაყვანილი, მამაკაცი კი ზუგდიდიან. კლინიკაში ასევე მოთავსებულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომლის ბიოლოგიური მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება. სამივე მათგანს კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
როგორც კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, დატესტილია ორი პაციენტი.
„დაიტესტა ორი პაციენტი. ეს არის წლის და 6 თვის გოგონა ოზურგეთიდან, 65 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან მწვავე რესპირატორული სიმპტომებით დაველოდებით მათ პასუხებს. მოგვიანებით შემოვიდა 17 წლის გოგონა ცხელებით“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.
საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.