ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო.
როგორც ცნობილია, ის ზღვაში შევიდა და შეუძლოდ გახდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, მაშველებმა კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს და პირველადი დახმარების გაწევა სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.