logo
ENG



ფოთში ორი ასაკოვანი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

29 აპრ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის ცხელების ცენტრში 3 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

მათგან ორი  60 წელს გადაცილებულია.  პაციენტებს   კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნებათ.  

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 

„ამჟამად გვყავს სამი პაციენტი, 54 წლის მამაკაცი და 69 და 75 წლის ქალბატონები ფოთიდან. თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ, მხოლოდ ამ ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები", - ამბობს თეა მიგინეიშვილი, ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა