logo
ENG



ფორმულას ექსკლუზივი: იაკობ ბრეგვაძის ინტერვიუ ფორმულასთან

18 ივლ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ერთადერთი სტუმარია საბედისწერო დაბადების დღიდან ვინც პოლიციაში დარეკა. მასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ „ფორმულამ“ ჩაწერა.

ახალგაზრდა დეტალურად იხსენებს რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც ლისისკენ მიდიოდნენ და მათ წინ მანქანა გაჩერდა. ფოტოგრაფის თქმით, მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ მათ ავტოსტოპით სურდათ თბილისში წასვლა, რა დროსაც მანქანა მიუახლოვდათ, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა, მათ შორის ერთი რკინით შეიარაღებული.

ბრეგვაძის თქმით, რკინის დანახვის შემდეგ შენობისკენ გაიქცა და კამერის უსაფრთხოების დაცვას სცადა.

„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველყავი, როცა ზევით ავედი მეორე სართულზე. ჩავდე ჩანთაში კამერა. იმ შენობიდან გადახედვა არ მიცდია, რომ დავენახე ამოვიდოდნენ. დავრეკე 112-ში. მერე ველაპარაკე ოპერატორს, გუგლ მეპზე რაც ვნახე, ქებაბ ჰაუსი, ის ვუთხარი ოპერატორს. ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით რას ამბობდნენ, ვერ გავიგებდი. როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ, მაგ დროს დარტყმა არ დამინახავს, მაგრამ დიდ გულზე იყო. სახეზე არ შემიხედავს, რკინა დავინახეთ და ყველა გავიქეცით. გიორგის დაკარგვა და იქ რა მოხდა, არ ვიცოდი. ესეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია გამოხატვა, ასეთი ვარ“, - აცხადებს ბრეგვაძე.

ის „შაბათის ფორმულასთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ იხსენებს 112-ში განხორციელებული ზარის ისტორიას და აცხადებს, რომ დარეკვის დროს ის მშვიდი ხმით საუბრობდა, რადგან შეიძლებოდა თავდამსხმელებს მისი ხმა გაეგოთ და მასთან მისულიყვნენ. ფოტოგრაფის იხსენებს, რომ პირველად ჩასვლა რომ სცადა, მეორე მანქანა მივიდა კონფლიქტის ადგილზე და უკან შენობაში დაბრუნდა. ბრეგვაძე მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდა ხიდზე, როდესაც იქ არავინ იყო. სწორედ ამის შემდეგ მოვიდა ადგილზე პატრული და წაიყვანა ის თბილისში. 

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით - მას დაზიანებები სხეულზე სიცოცხლეში მიაყენეს.

გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. ამ მუხლით ბრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.


close დახურვა