"ფორმულას" ინფორმაციით, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.
მას ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრები ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ ყოფილი მეუღლე სპორტსმენს მუდმივად აშანტაჟებდა და ეს არ არის პირველი სარჩელი, რომელიც მან ბასილაშვილის წინააღმდეგ შეიტანა.
ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია თუ სად იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი. "ფორმულას" მიერ მოძიებული ინფორმაციის მიუხედავად, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბასილაშვილი არც ერთ საპატიმრო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ, ვინაიდან მისი ოჯახის წევრს მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და როგორც სხვა დანარჩენი 46 პატიმარი, ისიც ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.