ტელეკომპანია ფორმულას და გადაცემა დროების ჟურნალისტმა, სესილი ბოჭოიძემ სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში საუკეთესო სიუჟეტისთვის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზი მიიღო.
სესილი ბოჭოიძემ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023 წარადგინა სიუჟეტი - "დაუსრულებელი გზა აფხაზეთამდე", რომელიც დროების ადამიანისთვის მოამზადა.
ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში 3 ფინალისტს შორის 2 ფორმულას ჟურნალისტი იყო.
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.
კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.