logo
ENG



ფრონტერა ქართულ ოცნებას რუსული სტილის კლეპტოკრატიაში ამხელს

04 ივნ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნების" ფავორიტებს შორის ამერიკული კომპანიები ისევ ვერ მოხვდნენ. მათ შორის არის „ფრონტერა", რომელიც კახეთში ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად ემზადება. სამუშაოების დაწყებამდე  კომპანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. მიმართვაში იმ რუსულ ბიზნესებზე წერია, რომელსაც საქართველოში სასათბურე პირობები ექმნება - მათ შორის არის „როსნეფტი" და ასევე „გაზპრომი", - მასთან მთავრობამ კონტაქტი ახლახანს განაახლა. ეს შერჩევითი მიდგომა  „ფრონტერას" წარმომადგენლებს ეჭვს უჩენს, რომ ქვეყანაში ამერიკულ კომპანიებს მიზანმიმართულად დევნიან , რაც „რუსული კლეპტოკრატიის" ნიშნებს ჰქმნის.

ამერიკელი ბიზნესმენების ბრალდებებზე საუბარი  ადრესატმა არ ისურვა. იმის მიუხედავად რომ საშუალება ჰქონდა - გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომა გამართა და სხვა და სხვა საკითხზე 15 წუთი ილაპარაკა. პრემიერის ნაცვლად კითხვებზე პასუხის გაცემა ეკონომიკის მინისტრს მოუხდა

საარბიტრაჟო დავა, რომელზეც მხარეები საუბრობენ, აპრილში დასრულდა.  გადაწყვეტილების დეტალები კონფიდენციალურია. თუმცა ცნობილია ამერიკელი კონგრესმენების პოზიცია. მათ საქართველოს ხელისუფლება კომპანია „ფრონტერასთან" დაკავშირებული დავის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკეს - უმწვავესი წერილების ადრესატი მაშინაც გიორგი გახარია იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

ოპოზიცია ეჭვობს რომ ხელისუფლება აქაც რუსეთის დაკვეთას ასრულებს. ფაქტია, რომ „ფრონტერასთან" საარბიტრაჟო დავისთვის სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი დახარჯა. კომპანია „ფრონტერას" წინა წერილიდან ირკვევა, რომ ხელისუფლების იურიდიულმა მრჩეველებმა ამ დავისთვის გასამრჯელოდ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. 


close დახურვა