logo
ENG



ქადაგიძე: არანაირი კლანი არ არსებობს, ვიქნები მიუკერძოებელი

17 მარ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი გახდება თუ არა ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომამ ქადაგიძის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირა. 

როგორც ქადაგიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, ზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება.

„არანაირად არ ვადასტურებ სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას. მით უმეტეს, პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიღაცებთან გამაიგივონ, მათ ვერ ნახეს რეალური ხელშესახები მომენტი, რომ ვინმესთან ჩემი კარიერული წინსვლისთვის გამაიგივებდნენ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სრული შესაძლებლობა და სურვილი მაქვს და არ ვიცი რამდენად შეიძება საზოგადოების წინაშე პირობა დადო, მაგრამ მე ცალსახად ვიქნები დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ამ სტანდარტს ყველა ეტაპზე დავიცავ. მე ვიქნები პირველი გარანტორი, რომ ნებისმიერი ჩემი კოლეგა დაცული იქნას გარე თუ შიდა ზეწოლისგან. ყველა მსურველს თანაბარი შანსი მიეცა და რამდენად იქნა გამოყენებული ეს შანსი, სხვა საკითხია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევანი გაკეთებული იქნა ჩემზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ასარჩევად ქადაგიძეს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. შესაძლოა, ქადაგიძის არჩევა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდეს.

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, კორონავირუსისგან გამომდინარე, მოსმენის გადადებას ითხოვდა.

იუსტიციის არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და მესამე სექტორის წამრომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ქადაგიძე ე.წ. ჩინჩალაძის კლანის წევრია და მისი არჩევით ივანიშვილი საბოლოოდ მიისაკუთრებს სასამართლო ხელისუფლებას.


close დახურვა