logo
ENG



#ქალებისვამენ - ინტერნეტში თამთა თოდაძის მხარდამჭერი კამპანია გრძელდება

12 ოქტ 201917:15
3 წუთის საკითხავი
 
lux54fwhhdmwpa8.png

თამთა თოდაძის მხარდასაჭერად, სოციალურ ქსელში ქალები საკუთარ ფოტოებს ავრცელებენ, სადაც ისინი ალკოჰოლური სასმელებით არიან წარმოდგენილნი.

კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა და მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა თქვეს, რომ თავის დროზე თოდაძე ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა. ამის გამო მან დააზიანა ოფისში არსებული ტექნიკა და მოაწყო ძალადობის ინსცენირება.

როგორც კამპანიის მონაწილე ქალები ამბობენ, თამთა თოდაძეს არ აქვს თავი სამართლებელი. მათივე თქმით,  კუბლაშვილის განცხადებები იაფფასიანია და თამთა თოდაძის დისკრედიტაციას ემსახურება. მსგავსი მიდგომა კი საზოგადოებაში გამყარებულ პატრიარქალურ მიდგომებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.

„ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი და მისი უფლებების დამცველი, მათ შორის ილია ჯიშკარიანსაც. მაგრამ ცუდია ის საქციელი, როცა კუბლაშვილი კლიენტის დასაცავად იყენებს იმ მეთოდს და ფორმას, რომელიც ყველაზე იაფფასიანია. ის ცდილობს საზოგადოებაში ისედაც გამეფებული მოსაზრებები კიდევ უფრო მეტად გააქტიუროს და მოახდინოს მსხვერპლის დისკრედიტაცია,-“ განმარტავს “ქალთა მოძრაობის“ წევრი ნინია კაკაბაძე. 

ამ შემთხვევას პოლიტიკოსების აფასებენ. მათი თქმით ჯიშკარიანი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აღკვეთის ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ საკრებულოს წევრმა ვერ შეძლოს საქმეში დაკითხულ მოწმეებზე გავლენის მოხდენა,

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, 11 ოქტომბერს საავადმყოფოში შეუფარდეს 10 ათას ლარიანი გირაო. მას აეკრძალა საქმეში დაკითხულ მოწმეებთან კონტაქტი და თამთა თოდაძესთან მიახლოება.


close დახურვა