logo
ENG



ქამრების შემოჭერის პოლიტიკის მიუხედავად კრიზის დაძლევა შეუძლებელია - ოპოზიციის შეფასებები

03 აპრ 202011:47
3 წუთის საკითხავი
clock 382

ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. პარტიების პოზიციით, საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. ამიტომ ოპოზიცია მოუწოდებს სართაშორიო პარტნიორებს, საქართველოს დაეხმაროს ამ ბრძოლაში. მათივე განმარტებით, მალე შესაძლოა მოსახლეობას სასურსათო მარაგიც ამოეწუროს, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის. 

"რაც არ უნდა თანხები გამოათავისუფლოს ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა იყოს, რაც არ უნდა ჩვენი რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული, შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა ჩვენი სახსრებით. ამიტომ მნიშვენლოვანია საერთაშორისო თანამეგრობა დაეხმაროს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან დიდი განსხვავებებები გავქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გამოეყოს დიდი ფინანსური დახმარება",-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ხატია დეკანოიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამ მხარდაჭერაში ოპოზიცია ერთიანია, რადგან საქმე ეხება საერთო პრობლემას.

"ჩვენ მოვუწოდებთ და ერთიანი ვართ ამ პოზიციაში, რომ სახელმწიფო დაეხამროს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან მოქალაქეები და ყველა ერთად ჩართულნი ვართ მძიმე ბრძოლაში. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ეს ტექნიკური და ფინანსური დახმარება, რაც პირველ რიგში მიმართული იქნება მოსახლეობისკენ",-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგება, ამიტომ თავიდანვე შესაბამისი თადარიგის დაჭერა აუცილებელია. წინააღდმეგ შემთხვევაში, ქვეყანა უფრო გაღატაკდება.

"ეკონომიკური თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, მით უმეტეს სწრაფი დიაგნოსტიკის არდაწყების გამო ეკონომიკას დიდი ზარალა მიადგა. ჩვენ არ ვიცით, როფის განახლდება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა, რადგან მასობრივი დიაგნოსტიკის დაწყებმადე ეს შეუძლებელია. ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ზურა ჯაფარიძის თქმით, კი დახმარება საჭიროა როგორც ქვეყნებიდან, ასევე ფინანსური ორგანიზაციებიდანაც. 

"პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა მივიღოთ დახმარება როგორც ქვეყნებისგან, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. ამ დახმარების გარეშე ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება პანდემიისგან გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება",-აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, ოპოზიციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც საერთაშორისო დახმარების მნიშვნელობაზეა საუბარი.


close დახურვა