ივანიშვილის მთავრობას უმძიმეს ბრალს სდებენ უკრაინიდან. ომში მყოფი ქართველი მებრძოლები მოითხოვენ პასუხს კითხვაზე: როგორ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში მათი დოსიეები. ამჯერად რუსებს ხელთ ჩაუვარდათ ქეთევან ლეშკაშელის პირადი საქმე, დეტალური მონაცემებით. ჩნდება კითხვა, აწვდის თუ არა პირდაპირ ინფორმაციას ქართველ მეომრებზე სუსი? ოცნების ხელისუფლების პასუხი სტანდარტულია - ლაპარაკობენ გამიზნულ პროვოკაციაზე.
ქართველი მებრძოლების მონაცემები რუსული სპეცსამსახურების ხელში
02 ივნ 202319:59
3 წუთის საკითხავი