logo
ENG



ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონობა მოიპოვა

02 ივნ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 

ქართველმა მოჭადრაკემ, ნინო ბაციაშვილმა ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონობა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ორი სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებელი ქულიდან 10 დააგროვა და რუს კონკურენტს მცირედით აჯობა. 33 წლის ბაციაშვილი არაერთი ტურნირის გამარჯვებულია. კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნინო ხომერიკმა კი მეოთხე შედეგი დააფიქსირა. ევროპის პირველი ონლაინ ჩემპიონატი 16-დან 31-ი მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და ტურნირში მონაწილეობა 70-მდე ქართველმა სპორტმსენმა მიიღო.


close დახურვა