logo
ENG



ქართულ-შვედური ფილმის დაფინანსების პრობლემები

30 ოქტ 201920:55
3 წუთის საკითხავი
 
gr3bpyj5bq7wyj5.jpg

ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ქართული-შვედური ფილმი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშეა. კულტურის სამინისტრომ ოსკარის ცერემონიაზე გასამგზავრებლად შემოქმედებითი გუნდისთვის 4 ბილეთის დაფინანსებაზე თქვა უარი. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მზადაა მთავარი როლის შემსრულებლებს მგზავრობა დაუფინანსოს.

უკვე მრავალი პრიზის მფლობელი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოს მთავრობისგან დახმარებაზე უარს მეორედ იღებს. ფილმის პროდიუსერები დარწმუნებული არიან, რომ ეს კინოსურათის შინაარსს უკავშირდება, ლევან აკინის ფილმი 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს ეძღვნება.

ფილმის პროდიუსერი სახელმწიფო უწყებებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ქეთი დანელია ამბობს, რომ სამინისტრო ფილმის დაფინანსებაზე უარს მეორედ ამბობს და ფიქრობს, რომ მიზეზი აქ ფინანსებზე მეტად შესაძლოა კინოსურათის  თემა და მთავარი ხაზი იყოს. 

კინომცოდნეები აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ წარადგინა, ლევან აკინის ფილმს მაინც უნდა დაეხმაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩნდება ეჭვები და კითხვები, რომ უარი სახელწიფო უწყებებმა ფილმს თემატიკის გამო უთხრეს.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ლოს-ანჯელესში 9 ნოემბერს ოქროს გლობუსისა და ოსკარის წინასამზადისზზე მიემგზავრება, დაფინანსების ნაწილის მოძიება კინოპროდიუსერებს თვითონ მოუწევთ.

 


close დახურვა