logo
ENG



ქორწილი, ნათლობა, ქელეხი - 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს

12 ივნ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 
iv3rf3au8tm7nq3.jpg

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქორწილებზე, ნათლობაზე, ქელეხებსა და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე, 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა 15 ივლისამდე მოქმედებს. მან მოქალაქეებს წესების დაცვისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ შესაბამისი შეზღუდვები პანდემიაზეა დამოკიდებული. 

"სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე", - აღნიშნა დეპუტატმა.


close დახურვა