logo
ENG



გამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე: თუ აკრძალვები აუცილებელი გახდა, ეს ნაკლებად განმეორდება

25 ივნ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე: თუ აკრძალვები აუცილებელი გახდა, ეს ნაკლებად განმეორდება

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმება მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია და თუკი აკრძალვების დაწესება კიდევ გახდება საჭირო, ყველას მოუწევს კანონს დაემორჩილოს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გამოწერილი ჯარიმების გაუქმება ერთჯერადი აქტია დაამის გამო "არ უნდა გავთამამდეთ". 

„მოგეხსენებათ, ეს ერთჯერადი აქტი იყო მთავრობის მიერ გაცხადებული. ამაში დებატებში არ შევალ. ეს გარკვეული შეღავათია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჯარიმდნენ და მოეხსნათ ახლა ეს ჯარიმა და მათთვის სერიოზული შეღავათია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ უნდა გავთამამდეთ. ეს გახლავთ ერთჯერადი, ამიტომ, არავის გვინდა, რომ აკრძალვები კიდევ დაწესდეს ქვეყანაში, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა გახდა, რა თქმა უნდა, მერე ეს [ჯარიმების გაუქმება] ნაკლები ალბათობით გამეორდება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოწერილი ჯარიმების გაუქმების შესახებ გუშინ განაცხადა. პრემიერის თქმით, გადაუხდელ ჯარიმებს ამნისტია შეეხება და გაუქმდება.

საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, ასევე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.


close დახურვა