logo
ENG



ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო Wizz Air ოქტომბერში თბილისის აეროპორტიდან იფრენს

25 ივლ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/25/e1mv2dmt75j0f75.jpg

ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო ავიაკომპანია Wizz Air ოქტომბერში ფრენებს თბილისის აეროპორტიდან შეასრულებს. ქუთაისის აეროპორტი 10-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დაიხურება.

"ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდებოდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება", - თქვა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ბიემჯისთან.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია.


close დახურვა