logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს 2 პაციენტი დატოვებს

04 მაი 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი პაციენტი არ მიუღიათ. კოვიდ-19 არც წყალტუბოს მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელიც სათნოების სახლის ინფიცირებული ბენეფიციარის კონტაქტად განიხილებოდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს მკურნალობენ. ორი მათგანი კლინიკას დღეს დატოვებს.

"ამჟამად 13 პაციენტი წევს ჩვენთან. 12 აქვს ვირუსი და 1 ერთი გამოკვლევაზე გვყავდა და მას ვირუსი არ დაუდგინდა. იგი დღეს სტაციონარიდან გაეწერება. სტაციონარს ასევე დატოვებს კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული. ეს ორი პაციენტი დღეს გაეწერება", - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თენგიზ ნადირაძენ. 


close დახურვა