logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის, 3 არასრულწლოვანია

24 აპრ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ის კლინიკას დღეს დატოვებს. სულ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან 3 არასრულწლოვანია. სამედიცინო დაწესებულებას  სულ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. უახლოეს დღეებში კი კვლევაში ჩრთული 2 პაციენტის გაჯანმრთელებას ელოდებიან. 

როგორც ქუთაისის ინფექციური ცენტრის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი მკურნალობს.

„25 პაციენტია, 24 დადგენილია. 3 არასრულწლოვანია აქედან, 2 პაციენტი მზადდება გაწერისთვის. დღემდე 9 პაციენტი გყვავს გაწერილი“, - აცხადებს ნადირაძე. 

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა