logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში 7 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 2 წლის ბავშვი

11 მარ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის შვიდი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის არის ორი წლის ბავშვი დედასთან ერთად, რომლებიც იტალიიდან ხუთი დღის წინ ჩამოვიდნენ. მათი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.

პაციენტთა ნაწილი ევროპის ქვეყნებიდან არის ჩამოსული, ნაწილს კი, საზღვარგარეთ მყოფებთან ჰქონდათ შემხებლობა. ყველა მათგანი საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ისინი ბოქსირებულ და ნახვერადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.  


close დახურვა