logo
ENG



ქუთაისის მერია: პირი, რომელმაც პარკში რუსეთის დროშა დაკიდა, დაჯარიმდა

31 აგვ 202215:05
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დააჯარიმეს პირი, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის დროშა დაკიდა.

მათი თქმით, მოქალაქე იდენტიფიცირებულია.

მერიის განცხადება:

"ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე,მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.
ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოხდა 29 აგვისტოს, მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც განხორციელდა შესაბამისი ქმედება მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციის მიერ დაუყონებლივ მოხდა ფაქტის აღკვეთა".

დღეს, 31 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქემ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა დაკიდა. დროშა საქართველოს დროშის გვერდით რამდენიმე საათის განმავლობაში ფრიალებდა, მოგვიანებით კი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.


close დახურვა