logo
ENG



ქუთაისის ცხელების ცენტრში, თანხმლები დაავადების მქონე, ასაკოვანი პაციენტი მოათავსეს

29 აპრ 202010:29
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ცხელების ცენტრში 6 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მათ კოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომებიდან მხოლოდ ცხელება აღენიშნებათ.

„მხოლოდ ერთი პაციენტია 50 წელს ზემოთ, მას აქვს ქრონიკული დაავადება. მაგრამ ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. შემოსვლის დროს აღენიშნებოდათ ტემპერატურა", - ამბობს ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა მიქაძე.

სულ ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 6 პაციენტია მოთავსებული - მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა