ქუთაისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ფორმულას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ინფექცია #32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს აღმოაჩნდათ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.