logo
ENG



ქურდოვანიძე: ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტთან მისული შეიარაღებული პირი, პოლიციელია

18 ივნ 202300:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/18/o2hd8u0o8hzzn71.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდმარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში თსუ-ის ნაცემ სტუდენტთან მისული შეიარაღებული ადამიანი პოლიციის თანამშრომელია.

მისი თქმით, ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ქურდოვანიძე ამბობს, რომ კადრებში პოლიციელის მხრიდან რამდენიმე მუხლის სავარაუდო დარღვევაც ჩანს.

"მძიმე დღის დასასრულს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში ნაცემ სტუდენტთან მისული შეიარაღებული ადამიანი არის პოლიციის თანამშრომელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ დაიწყო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. გამოძიების ამ მუხლით დაწყება მიანიშნებს, რომ ის შეიარაღებული პირი, რომელიც ნაცემ სტუდენტთან მივიდა, პოტენციური "დაზარალებულია" ამ საქმეში.

სტუდენტი ირწმუნება, რომ ამ ადამიანს არც თავი წარუდგენია და მისი პოლიციელობა არც გარეგნული ნიშნებით იყო მისახვედრი. ასეთ დროს, ამ მუხლით გამოძიების დაწყება აშკარად მცდარია და დამატებითი წნეხია ამ ამბის მთავარი დაზარალებული სტუდენტის წინააღმდეგ.

აქვე უნდა განიმარტოს, რომ კანონმდებლობის თანახმად:

• პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

• პოლიციელისათვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა", - წერს საია-ს თავმჯდომარე.

მთავარმა არხმა ასევე გაავრელა ინფორმაცია, რომ დაკავებული მოქალაქე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია. 

***

დღეს სტუდენტებს, რომლებიც კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას ცდილობდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ და კიბიდან დააგორეს. მათი ვარაუდით, თავდამსხმელები კობახიძის "მიყვანილები" იყვნენ.

მოგვიანებით, ერთ-ერთი სტუდენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მან ადგილიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქ "იარაღიანი პირები მიუგზავნეს", რომლებიც პირად მონაცემებს სთხოვდნენ.


close დახურვა