logo
ENG



ღამბაშიძე: ოლიგარქიულ მმართველობაში ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას ჩვენ მიერ არჩეულ მთავრობაზე

04 აგვ 202023:18
3 წუთის საკითხავი
 
mfis4hz21fdqyw0.png

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა "პლატფორმაში" ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ, არაფორმალურ მმართველობას აფასებს. 

"სახელმწიფოს იმ მოდელის მოწყობაზე საუბარი, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა რომ იყოს, სადაც მოქალაქეებს აქვთ გავლენა სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე და პოლიტიკაზე, ჩვენ ვართ ახლა აფსაიდში. ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას იმ ხელსაწყოებით რა ხელსაწყოებიც გაგვაჩნია.

მიტინგი, რომ მიტინგი არის, ჩვენ ყოველთვის ვმართავთ მიტინგს, ვთქვათ, პარლამენტის წინ, ან შსს-ის წინ, იმ სტრუქტურების წინ, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ, მაგრამ იქ არ არის ძალაუფლება კონცენტრირებული სინამდვილეში", - ამბობს ღამბაშიძე. 

მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში მოქალაქეებს წართმეული აქვთ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ისეთი ბერკეტები, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არსებითია. 

"საუბარი არ არის იმაზე, რომ ოლიგარქია თავისთავად ცუდია. ოლიგარქიის პირობებში შეიძლება რაღაც კარგიც გაკეთდეს. აი ხშირად ამბობენ, რომ, აი, დენდროლოგიური პარკი ხომ გაკეთდა. დენდროლოგიურ პარკთან არ მაქვს პრობლემა.

პრობლემა მაქვს იმასთან, რომ მე ხვალ, ზეგ რომ მომინდეს ჩემ მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეგავლენა ვიქონიო, არჩევნების გზით, ან პროტესტის გზით, მე იძულებული ვარ წავიდე პოლიტიკის გარეთ, მივიდე კონკრეტულ ადამიანთან სახლში და ვთხოვო, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკოსებზე. ეს აბსურდია. ამ მოცემულობაში ჩვენ არ ვართ მოქალაქეები დემოკრატიული სახელმწიფოსი", - ამბობს ღამბაშიძე. 

გადაცემა "პლატფორმა" ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ყოველ სამშაბათს, 10:30 სთ-ზე გადის. 

 


close დახურვა