logo
ENG



ღამემ ჩაიარა შემთხვევების გარეშე - ფოთში საავტომობილო გადაადგილების კონტროლი გრძელდება

01 აპრ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის შესასვლელებთან განთავსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საავტომობილო გადაადგილების კონტროლი გრძელდება. მგზავრებს თერმო სკრინინგი უტარდებათ. ადგილზე მობილიზებულები არიან თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ფოთში სულ ორი გამშვები პუნქტია მოწყობილი.

ფოთის მიერის განცხადებით, კომენდანტის საათის პირველმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მნიშვნელოვანი დარღვვევები არ დაფიქსირებულა. 

"ღამემ ჩაიარა შემთხვევების გარეშე. იყო რამდენიმე მითითება, რაც გაიცა პოლიციის მუშაკების მიერ, მაგრამ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ჯერჯერობით ფონში მხოლდო 3 ფიზიკურ პირზეა ჯარიმა გამოწერილი და ერთიც იურიდიულზე. ყველა ის საწარმო, რომელიც უნდა მუშაობდეს 24 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად აგრძელებდა საქმიანობას",-აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.


close დახურვა