დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება.
ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს. მათგან ერთ-ერთი ბოლოა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია.
ეს შედეგი შესაძლებელი გახადა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა.