logo
ENG



ღარიბაშვილი: რაც შეეხება პრეზიდენტის ვოიაჟს, ყველა მომართვა დავაკმაყოფილე

11 ივნ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ვიზიტებთან დაკავშირებით ყველა მომართვა დაუკმაყოფილა. მისივე თქმით, ქვეყანა კანონებითა და კონსტიტუციით იმართება და ყველას ევალება მათი დაცვა, მათ შორის პრეზიდენტს.

"რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მე მინდა, შემდეგი რაღაც განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალური მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მოთხოვნა და მისი მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ ის იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო, საკვირველია ის, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. თუ, როგორც ითქვა, მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არსად უშვებს, ევროპის დედაქალში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი?.. მინდა მოქალაქეებს განვუმარტო, სრული პასუხისმგებლობით, დღეის მდგომარეობით არავითარი მომართვა არ შემოსულა... სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით... რას მეუბნებით, მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს?", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ  ევროპაში სამუშაო ვიზიტით წასვლაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა.  

"მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია კიდევაც უკრაინაში, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, თუ არა არ იქნებოდა დაჩქარებული პროცესი კანდიდატურისა, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე" - ამბობს ზურაბიშვილი.

მან 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რომ მთავრობამ წერილობით უთხრა უარი პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე.


close დახურვა