საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა იღებდა თუ არა ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას, ბიუჯეტის ქურდის ციხიდან გამოშვებაზე.
მისი განმარტებით ეს შეკითხვა მას არ ეხება, რადგან მას თავდაცვის მინისტრი თანამდებობა უკავია. ღარიბაშვილის თქმით, როდესაც ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა გიგი უგულავა ორჯერ დაიჭირა.
„შეკითხვა თუ ვინ გამოუშვა გიგი უგულავა მე არ მეკუთვნის. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ. დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი და ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის ბატონო ლევან“, - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.