ოპოზიციასთან და სპეციალისტებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის გუნდს, ანტიკრიზისული გეგმის დაკონკრეტებას ყოფილი თანაგუნდელებიც სთხოვენ. პრემიერმა დღეს ღია წერილი მიიღო.
რა ბედი ელის თვითდასაქმებულებს, უცნობია. ოპოზიციური პარტიების შეთავაზებების მიღებას „ქართული ონება“ არ აპირებს და ოპონენტების ინიციატივებს პოლიტიკურ ჭორაობას უწოდებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ხელისუფლება კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკურ ჯგუფთან ერთად იმუშავებს. ონლაინ კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმა ცალკეულ ექსპერტებთან გუშინ გაიარა.
კრიზისიდან გამოსვლის ერთიანი გეგმის წარდგენას ოპოზიციური პარტიები და ეკონომიკური ექსპერტები უკვე 2 კვირაა მოითხოვენ. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები ფიქრობენ, რომ შესაბამისი გეგმის გარეშე ხელისფულება სიტუაციის მართვას დიდხანს ვერ შეძლებს. პოლიტიკოსები საზოგადოების მდგომარეობის გაუარესებას პროგნოზირებენ.