ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მანგისტაუს რეგიონსა და ალმათში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბრიფინგზე მან აქციის მონაწილეებს სიმშვიდესკენ მოუწოდა და დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.
პარალელურად კვლავ დაძაბულია ვითარება ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში, განსაკუთრებით კი - ალმათში. ტელეგრამარხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებაც. გარდა ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლება ინტერნეტს ახშობს.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, ახლა კი - მთავრობის გადადგომას.