logo
ENG



ყაზახი ოპოზიციონერი: რუსეთი ცდილობს ჩვენი მიწა მიიერთოს ისევე, როგორც უკრაინის, საქართველოს

09 იან 202214:49
3 წუთის საკითხავი
 

ყაზახი ოპოზიციონერი ვლადიმერ კოზლოვი ამბობს, რომ ყაზახეთში არსებული სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება და მთავრობა მის დასტაბილურებას ვერ შეძლებს. 

ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კოზლოვი აღნიშნავს, რომ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ქვეყანაში გულწრფელი პროტესტის გამო გამოვიდნენ, ახლა ქალაქებში კარგად მომზადებული ჯგუფებიც დადიან. 

"ადამიანები გულწრფელი პროტესტით გამოვიდნენ, ისინი თხევადი აირის ფასს აპროტესტებდნენ, თუმცა იყვნენ ძალები, რომლებიც ღილაკის დაჭერას ელოდნენ. ისინი წინასწარ მოამზადეს და სამოქალაქო პროტესტს ელოდნენ, რომ საკუთარი თამაში წამოეწყოთ", - თქვა მან. 

კოზლოვმა ასევე ისაუბრა ОДКБ-ს როლზე მიმდინარე მოვლენებში და თქვა, რომ რუსეთმა სიტუაცია კარგად გამოიყენა და ცდილობს ახალი საბჭოთა კავშირი შექმნას.

"რუსეთი ცდილობს ჩვენი ქვეყნის მიწა მიიერთოს, ისევე როგორც უკრაინის, საქართველოს და შექმნას ე.წ ახალი საბჭოთა კავშირი. ეს სიტუაცია კარგად გამოიყენეს, ხელი მათ ტოკაევმაც შეუწყო, რომელიც კრემლის მოკავშირეა. რუსეთი ამ გზით ყაზახეთში დიდხანს დარჩება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ყოველთვის პრობლემა იქნება", - თქვა მან.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აქციების მიმდინარეობისას დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი. 

ყახაზეთში რამდენიმე დღეა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.  

2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. 

აქციები სწორედ 2 იანვარს, მანგისტაუს ​ რეგიონში დაიწყო, 4 იანვრისთვის კი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. 

პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო მდგომარეობა ჯერ ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში გამოაცხადა.

გაითიშა ინტერნეტი. 

ასევე, მან "საპროტესტო აქციების სიტუაციის შექმნაში" მთავრობა დაასახელა და გადააყენა. 

პრეზიდენტმა ხელისუფლება დაადანაშაულა "საპროტესტო სიტუაციის დაშვებაში" და გაათავისუფლა. 

5 იანვარს შეტაკებები დაიწყო ალმათსა და ყაზახეთის ზოგიერთ სხვა ქალაქში. მომიტინგეებმა დაარბიეს და დაწვეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა; ამის პარალელურად დაიწყო ძარცვა და მორიდოირობა

თავის მხრივ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დემოსტრანტებისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ნებართვა გასცა. 

დემონსტრაციების დროს ათობით მოქალაქე დააკავეს. 

ასევე, ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას მიმართა, რომელშიც ამ დროისთვის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან გაწევრიანებულები. 

ყაზახეთში "სიტუაციის დასტაბილურების მიზნით" უკვე ჩავიდა რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

7 იანვარს ტოკაევმა გამოაცხადა წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 


close დახურვა