სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ტერიტორიული კონფლიქტის დასასრული გამოჩნდა. არსებობს ვარაუდი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობიან ხელშეკრულებას ხელს ზაფხულის ბოლოს, ან ადრე შემოდგომაზე მოაწერენ. ეს კი ნიშნავს, რომ ორივე სახელმწიფო მძიმე პოსტსაბჭოურ წარსულზე უარს აცხადებს, სადაც რუსეთი მთავარი მოთამაშეა და ახალ დონეზე გადაჰყავს საგარეო პოლიტიკური კურსი. აზერბაიჯანი კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობას მოიპოვებს თურქეთთან, იზოლაციიდან გამოსული სომხეთი კი ევროპულ გეზს აიღებს. ასეთია ანალიტიკოსების პროგნოზები და როგორც რეგიონში არსებული ტენდენცია გვიჩვენებს, ის ლოგიკას მოკლებული არ არის. საინტერესოა, რომ ამ თამაშში, მხოლოდ საქართველო არ დებს ფსონს რუსეთის დამარცხებაზე. პირიქით, ვაკვირდებით, თუ როგორ ტირაჟირებენ სახელისუფლებო ტროლები იდეას იმის შესახებ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უდრის. დროება მოგიყვებათ, როგორ ეძებს გზას დასავლეთისკენ თვითგადარჩენისთვის რუსეთის მიერ მიტოვებული ერევანი.
ყარაბაღის ვერდიქტი - დროება
28 მაი 202320:12
3 წუთის საკითხავი