logo
ENG



ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს 11 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა

23 ივნ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბიშკეკის რაიონულმა სასამართლომ ის კორუფციაში დამნაშავედ ცნო.

კერძოდ, საქმე ეხება კრიმინალური ავტორიტეტის ციხიდან უკანონოდ გათავისუფლებას. პროკურატურა ატამბაევისთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთას მოითხოვდა. ქვეყნის ყოფილ ლიდერს სახელმწიფო ჯილდოებსა და ქონებასაც ჩამოართმევენ.

პროცესი დახურულ რეჟიმში გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. ალმაზბეკ ატამბაევს ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტი 2011-ტ-2017-ტ წლებში ეკავა. მის წინააღმდეგ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული.


close დახურვა