დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მხოლოდ დღეს, 19 თებერვალს რუსეთმა და მისმა მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 40-ჯერ დაარღვიეს, აქედან 35-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ხელოვნური საბაბის შექმნას ცდილობს და დე-ესკალაციისკენ ყოველდღიურად მოუწოდებს. პარალელურად, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ პრეზიდენტებმა საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს, მოქალაქეები კი რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ.
ყველაფერი ეს ოკუპანტი სისხლიანი რეჟიმის მეთაურის, ვლადიმერ პუტინის პროვოკაციული გეგმის შემადგენელია. ფაქტია, რუსეთი პროვოკაციებს უკრაინაში არ წყვეტს და ომის პირას მყოფი მოსახლეობა ახლა დიდ საფრთხეშია.