logo
ENG



შავგულიძე, გოგუაძე, ბარამიძე არჩევნებში მონაწილეობას ევროპულ საქართველოსთან ერთად აპირებენ

20 აგვ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 
kqdehrqhy9pbake.jpg

თავისუფალი დემოკრატების აწ უკვე ყოფილი წევრის, ნინო გოგუაძის, თქმით, პარტიიდან დღეს, 20 აგვისტოს, წასული წევრები რომელიმე სხვა პარტიაში წასვლას არ აპირებენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ევროპულ საქართველოსთან ერთად მიიღებენ.

"რა თქმა უნდა, გვაქვს პარტნიორული დამოკიდებულება ევროპულ საქართველოსთან. ვაპირებთ მათთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ ვიქნებით უპარტიო პოლიტიკოსები. ახლა მოდაშიც კი არის.

ნამდვილად სამწუხაროა, ეს პარტია ჩვენი დაფუძნებულია და თუ რამე კავშირი აქვს ამ პარტიას თავისუფალი დემოკრატების ღირებულებებთან, რა თქმა უნდა, ეს ვართ მე და შალვა შავგულძე. სრულიად უცხო ადამიანებს ვუტოვებთ ამ პარტიას, სწორედ იმიტომ, რომ არ ვაპირებთ მათთან ბრძოლას", - ამბობს ნინო გოგუაძე "ფორმულასთან" საუბარში.

დღეს, 20 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პარტია თავისუფალი დემოკრატები მისმა ლიდერებმა - შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ დატოვეს.

შალვა შავგულიძე მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატია.

აგვისტოს დასაწყისში თავისუფალი დემოკრატები ლევან სამუშიამაც დატოვა. ის პარტია ლელოს შეუერთდა.


close დახურვა