logo
ENG



ვაშაძე: ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს კოლეგებთან და "ოცნება" რას აკეთებს?

06 ივნ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 

დუბლინში, ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) კონფერენციაზე მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის თემა ოპოზიციის მიერ მომზადებული და ALDE-ს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციაა, რომელიც საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. 

"მივიღეთ კონკრეტული დოკუმენტი, რომელშიც ევროპაში მესამე ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, რომელიც EU-ის მმართველი კოალიციის ნაწილია, ამტკიცებს ჩვენს რეზოლუციას, რომელშიც პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება.

ამ რეზოლუციაზე ერთად ვმუშაობდით ALDE-ს პოლიტიკური ჯგუფის წევრები: სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, გირჩი - მეტი თავისუფლება და ლელო.

სამი მნიშვნელოვანი საკითხია:

  • საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება რეალურად იმ სამუშაოს გასწევს, რაც ჩვენ გავწიეთ ALDE-ს წევრებთან მიმართებაში
  • პასუხი, თუ რას აკეთებს ოპოზიცია - ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან იმისთვის, რომ საქართველომ აიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს - ამ ისტორიული შანსის გაშვების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებას
  • მთავარი კითხვა, რომელიც არის ოცნებასთან - ისინი რას აკეთებენ, ვისთან მუშაობენ, სად არის კონკრეტული შედეგები, რომელიც იქნება მათი მუშაობის შედეგად

მე დარწმუნებული ვარ, რომ გაეცა მთავარ კითხვას და ოცნების მხრიდან არსებულ სპეკულაციებს პასუხი, რომ თითქოს ოპოზიცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ევროპულმა პარტია ALDE-მ (ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული ალიანსი)  მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. 


close დახურვა